ბარსელონასთან სარკინიგზო ავარიას მსხვერპლი მოჰყვა
ბარსელონასთან ერთმანეთს ორი მატარებელი შეეჯახა. სააგენტო ”როიტერის” ინფორმაციით, დაღუპულია ერთი ადამიანი. დაშავებულთა რაოდენობა 85-ს აღწევს, მათგან რვა ჰოსპიტალიზებულია.
გამოცემის ცნობით, სატვირთო მატარებელი ლიანდაგებიდან გადავიდა და სამგზავრო მატარებელს შეეჯახა. კატასტროფა ბარსელონადან 14 კილომეტრში მოხდა.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.