ზელენსკი აცხადებს, რომ „აზოვსტალიდან“ 274 სამხედროს ევაკუაცია განხორციელდა

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე მყოფი სამხედროების გადარჩენას ცდილობს.

მისი თქმით, 221 ჯარისკაცი შემდგომი გაცვლისთვის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადაიყვანეს, 53 მძიმედ დაჭრილი კი სამხედრო ნოვოაზოვსკის ტერიტორიაზე მდებარე ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

„რთული დღეა, მაგრამ ეს დღე, ისევე როგორც ყველა სხვა, ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ხალხის დაცვას ემსახურება. მადლობა უკრაინელი სამხედროების – უკრაინის შეიარაღებული ძალების, დაზვერვის, ასევე მოლაპარაკებების ჯგუფს, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს და გაეროს. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენ შევძლებთ ჩვენი შვილების სიცოცხლის გადარჩენას. მინდა ხაზი გავუსვა, რომ უკრაინას ცოცხლად სჭირდება უკრაინელი გმირები. ეს არის ჩვენი პრინციპული მიზანი. ვფიქრობ, ყველა ადეკვატური ადამიანი გაიგებს ამ სიტყვებს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ფოტო: Reuters

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები