მუზეუმების საერთაშორისო დღეს ხელოვნების მუზეუმი მრავალი ღონისძიებით ხვდება

18 მაისს, მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ხელოვნების სასახლეში დაგეგმილია მრავალი ღონისძიება.
ხელოვნების სასახლის ინფორმაციით, ამ დღეს გაიმართება შემდეგი ღონისძიებები:
1. 18:00 საათიდან 22:00 საათამდე ხელოვნების სასახლის ახალი საექსპოზიციო დარბაზები გაიხსნება დამთვალიერებლისათვის და დაშვება იქნება უფასო;
2. ვიზიტორებს საშუალება ექნებათ, იხილონ საქართველოს კულტურის სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით სამშობლოში დაბრუნებული იმ დასავლეთ ევროპული მხატვრობის ნიმუშები, რომლებიც ორ განახლებულ საექსპოზიციო დარბაზში გამოიფინა;
ასევე, გაიხსნება ქართული სამოსის დარბაზი, რომელშიც რეექსპოზიციის შედეგად წარმოდგენილია ქართული სამკაულის ვერცხლის ნაკეთობათა და იარაღის ახალი კოლექციები;
3. დამთვალიერებლისათვის საუკუნოვანი პაუზის შემდეგ იხსნება საიდუმლო ოთახი. ასევე, მუზეუმის მეორე სართულზე იხილავთ სრულიად განახლებულ მუდმივმოქმედ ექსპოზიციებს;
4. 19:00 საათზე ვიზიტორებს შესაძლებლობა ექნებათ, დრამერების შოუსთან ერთად იხილონ ანსამბლ „ერისიონთან” არსებული ბავშვთა ქორეოგრაფიული სკოლა სტუდია „ლაპრების”, „მანგის” და ანსამბლ „ქართული რითმების” წარმოდგენა და ასევე დაესწრონ ხელოვნების სასახლის ახალი სამუზეუმო შენობის პრეზენტაციას;
5. 20:00 საათზე გაიმართება დიზაინერ ეკა სამხარაძის ნამუშევრების დიგიტალური ჩვენება მუზეუმის შიდა ეზოში;
6. 21:00 საათზე ღონისძიება გაგრძელდება გრანდიოზული ფეიერვერკით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები