უკრაინის სასამართლომ რუსი მილიარდერის, მიხაილ ფრიდმანის აქტივებს ყადაღა დაადო

უკრაინის სასამართლომ რუსი მილიარდერის, მიხაილ ფრიდმანის აქტივებს ყადაღა დაადო.

სააგენტო „როიტერსის“ ცნობით, ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურორი ირინა ვენედიქტოვა ავრცელებს.

როგორც ვენედიქტოვა აღნიშნავს, საუბარია 12,4 მილიარდი გრივნას ღირებულების აქტივებზე, რაც 420 მილიონი დოლარის ეკვივალენტს შეადგენს.

მისივე თქმით, აღნიშნული აქტივები მოიცავს კვიპროსული კომპანიების ფასიან ქაღალდებს, რომლებიც უკრაინაში ინახებოდა.

შეგახსენებთ, რომ მიხაილ ფრიდმანს რუსეთის უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ, ევროკავშირმა სანქციები დაუწესა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები