რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა, ბოლო 24 საათის განმავლობაში, დასავლეთ უკრაინის ქალაქ ლვოვის მახლობლად, შორი მანძილის რაკეტები გაუშვეს, რომელთა სამიზნეც, იავორივის სამხედრო სასწავლო ობიექტი იყო.
ამის შესახებ „სიენენი“ აშშ-ის თავდაცვის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს.
ოფიციალური პირის თქმით, დარტყმის შედეგად რამდენიმე ობიექტს მინიმალური ზიანი მიადგა.
„როგორც ჩანს, დარტყმები მიზანმიმართული იყო ამ სასწავლო დაწესებულებაზე და რასაც ჩვენ ვხედავთ, არის მცირე დაზიანება რამდენიმე შენობაზე“, – განაცხადა აშშ-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.