დავით ქართველიშვილი: “მომგებიანი” პოზიციაა, 9 წელი ხელისუფლებაში იყო ხელშეუხებელი და მხოლოდ ოპოზიციურად განწყობილი კონტინგენტით ავსებდე ციხეებს; მერე 9 წელიწადი ხელისუფლების მომხრეებზე ქმნიდე “დასაჭერთა სიებს”   

“ძალიან “მომგებიანი” პოზიციაა – 9 წელი ჯერ ხელისუფლებაში იყო ხელშეუხებელი და მხოლოდ ოპოზიციურად განწყობილი კონტინგენტით ავსებდე ციხეებს. მერე 9 წელიწადი უკვე ოპოზიციაში იყო. ასევე, ხელშეუხებლობაზე პრეტენზიებით და ხელისუფლების მომხრეებზე ქმნიდე “დასაჭერთა სიებს”, – ამის შესახებ დავით ქართველიშვილი facebook -ზე წერს.

როგორც ქართველიშვილი წერს, მომგებიანი პოზიციაა, როდესაც ხელშეუხებლობაზე პრეტენზიებით და ხელისუფლების მომხრეებზე ქმნი “დასაჭერთა სიებს.”

”ძალიან “მომგებიანი” პოზიციაა – 9 წელი ჯერ ხელისუფლებაში იყო ხელშეუხებელი და მხოლოდ ოპოზიციურად განწყობილი კონტინგენტით ავსებდე ციხეებს. მერე 9 წელიწადი უკვე ოპოზიციაში იყო. ასევე, ხელშეუხებლობაზე პრეტენზიებით და ხელისუფლების მომხრეებზე ქმნიდე “დასაჭერთა სიებს” – ძალიან “მომგებიანი” პოზიციაა.

პირადად მე ხელში მეკავა და ვფურცლავდი 2013 წლის მაისში ნარაზენის ტყეში კასრებში აღმოჩენილ რვეულს სახელწოდებით – “დასაჭერთა სია”, ასევე აჭარაში “გასატყავებელ ბიზნესმენთა” ჩამონათვალს. ორიოდე კვირის წინ კი გავეცანი ნაცმედიის. ასევე, ერთ-ერთი ცნობილი ჟურნალისტის მუქარას ჩემსა და ჩემი მეგობრების მისამართით – ვინ უნდა დაიჭირონ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე. მე მხოლოდ იმით დავინტერესდი – რა მუხლით აპირებენ ჩემ დაჭერას, მერე მივხვდი, რომ, მათი დაბრუნების შემთხვევაში – მუხლს მნიშვნელობა აღარ ექნებოდა.

დღეს ნაცმედიის შიდა თუ საგარეო მხარდამჭერთა მიერ განვითარებულ მოვლენებზე პოლიტიზებული სარჩულის მიკერების თითოეულ მცდელობაზე, ყოველ შემთხვევაში – ჩემი მხრიდან, აუცილებლად ექნება სიმეტრიული პასუხი – პოლიტპატიმრებზეც, ოპოზიციური პარტიების გაუქმებაზეც, მედიის შევიწროებაზეც, ციხეებში არსებულ ჯოჯოხეთზეც, ვეტერინარიაზე უფრო დაბალი დონის სამედიცინო მომსახურებაზეც და უამრავ სხვა, დასაფიქრებლად საინტერესო ფაქტობრივ მონაცემებზეც”, – წერს ქართველიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები