რომან გოცირიძე: სალომე ზურაბიშვილმა კეთილი ინებოს და, სანამ გვიან არ არის, ნიკა გვარამიას შეწყალების შესახებ მიიღოს გადაწყვეტილება
“კეთილი ინებოს და, სანამ გვიან არ არის, მიიღოს გადაწყვეტილება პოლიტპატიმრის, ნიკა გვარამიას შეწყალების შესახებ. ნუ გააჯანჯლებს – მერე გვიან იქნება”, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრი, რომან გოცირიძე პრეზიდენტის მისამართით სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის საგარეო კურსზე პასუხისმგებელია.
“მიუხედავად იმისა, რომ დაპატიმრების შემთხვევაში შეწყალებაზე სალომე ზურაბიშვილს არ მიმართოთო, თქვა ნიკა გვარამიამ, ეს უკვე არ არის მხოლოდ მისი პირადი საკითხი. ამ უგუნური გადაწყვეტილებით ბიძინა ივანიშვილმა სერიოზული საფრთხის ქვეშ დააყენა ევროკავშირში ქვეყნის დაჩქარებული გაწევრიანების პერსპექტივა. სალომე ზურაბიშვილი არის პასუხისმგებელი ქვეყნის საგარეო კურსზე. კეთილი ინებოს და, სანამ გვიან არ არის, მიიღოს გადაწყვეტილება პოლიტპატიმრის, ნიკა გვარამიას შეწყალების შესახებ. ნუ გააჯანჯლებს, როგორც წინა შემთხვევებში, ნუ დაელოდება ზეწოლას ევროპისაგან და ამერიკისაგან. მერე გვიან იქნება”, – წერს გოცირიძე.
ცნობისთვის, “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ “რუსთავი 2” -ის საქმეზე ე.წ. მანქანის ეპიზოდზე დამნაშავედ ცნო. მას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეეფარდა.