დავით გურამიშვილის პრემიის მოსაპოვებლად ერთი ლექსის კონკურსი გამოცხადდა
დავით გურამიშვილის პრემიის მოსაპოვებლად ერთი ლექსის კონკურსი გამოცხადდა. ინფორმაციას რუსთაველის საზოგადოების თავმჯდომარე დავით შემოქმედელი ავრცელებს.
კონკურსზე, 25 მაისის 20 საათამდე, უნდა გაიგზავნოს ავტორის ერთი ლექსი, ელექტრონულ ფოსტაზე: gurpremia@gmail.com.
დასაშვებია ბოლო 3 წელიწადში გამოქვეყნებული ან ჯერ კიდევ გამოუქვეყნებელი ლექსი. გამოქვეყნებული ლექსის შემთხვევაში მითითებული უნდა იყოს შესაბამისი გამოცემა.
პირველი პრემია – 500 ლარი;
მეორე პრემია – 300 ლარი;
მესამე პრემია – 200 ლარი.
ფულად პრემიასთან ერთად გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშებით.
გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართება 31 მაისს, 18 საათზე, საქართველოს მწერალთა სასახლეში, მაჩაბლის ქუჩა №13.
კონკურსის ორგანიზატორები არიან: სრულიად საქართველოს რუსთაველის საზოგადოება და ოსკარ შინდლერის აკადემია.