13 წლის მოზარდი, რომელსაც ველოსიპედით მოძრაობის დროს ავტომობილი დაეჯახა, საავადმყოფოში გარდაიცვალა.
შემთხვევა გუშინ საღამოს, ხაშურის ცენტრში, რუსთაველის ქუჩაზე მოხდა.
დაშავებული მოზარდი უმძიმესი დაზიანებებით სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილით საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, ავტომობილი, რომელიც ბავშვს დაეჯახა, დიდი სისწრაფით მოძრაობდა და 18 წლის ახალგაზრდა მართავდა.