2022 წელს საქართველოში 52 აივ ინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა
ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ინფორმაციით, 2022 წელს საქართველოში 52 აივ ინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა.
მიმდინარე წლის 15 მაისის მონაცემებით ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში რეგისტრირებულია 9349 აივ ინფიცირებული პირი, 6982 – მამაკაცი, 2367 – ქალი. პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 39 წლამდეა. 1989 – გარდაიცვალა.
15 მაისის მონაცემებით არვ მკურნალობას იტარებს 5785 პაციენტი, მათ შორის 43 – ბავშვია.
სულ რეგისტრირებული შემთხვევების განაწილება გადაცემის გზების მიხედვით: 34.4% – ნარკოტიკების ინექციური მომხმარებელია; 50.7% – დაინფიცირდა ჰეტეროსექსუალური კონტაქტის შედეგად; 12.7 % – მამაკაცები რომელთაც სექსი აქვთ მამაკაცთან; 1.2% – დაინფიცირდა ვერტიკალური გადაცემის გზით; 0.4 % – სისხლის რეციპიენტია; 0.6 % – გადაცემის გზა დაუდგენელია;
აივ ინფიცირების შემთხვევების რეგიონული განაწილება: თბილისში (3515 შემთხვევა, მათგან 91 უცხოეთის მოქალაქეა 2 დაუდგენელი); სამეგრელოში 1235; იმერეთში 1119; აჭარაში 1079; აფხაზეთში (541); კახეთში (465); ქვემო ქართლში (549); შიდა ქართლში (357); გურიაში (200); სამცხე-ჯავახეთში (131) და ა.შ.
2022 წლის 15 მაისის მონაცემებით გამოვლენილია – 187 ახალი შემთხვევა. შარშან შესაბამის პერიოდში რეგისტრირებული იყო – 191 ახალი შემთხვევა.
გამოვლენილ ახალ შემთხვევა განაწილება გადაცემის გზების მიხედვით ასეთია:
სულ საქართველოში გამოვლენილია 123 აივ ინფიცირებული ბავშვი. მათ შორის 72 – ვაჟი, 51 – გოგონა. 32 გარდაიცვალა. სამმა დატოვა ქვეყანა. 2022 წელს (15.05-ის მონაცემებით) გამოვლინდა 2 შემთხვევა. ბავშვთა შორის შემთხვევების განაწილება ინფიცირების გზების მიხედვით ასეთია: ვერტიკალური (დედისგან) გადაცემით დაინფიცირდა 115 ბავშვი (მათგან 1 – ძუძუთი კვებით); სისხლის რეციპიენტია – 5; დაუდგენელია – 3 შემთხვევა.