ირაკლი კობახიძე: გვაქვს ძალიან მკაფიო პოლიტიკა, არ ვაღიარებთ არც დე ფაქტო ხელისუფლებას, არც დე ფაქტო არჩევნებს, არც დე ფაქტო რეფერენდუმს

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე  ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის რუსეთთან მიერთების შესახებ ე.წ. რეფერენდუმის დანიშვნის საკითხს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მმართველ გუნდში ძალიან მკაფიო პოლიტიკა აქვთ და არ აღიარებენ არც დე ფაქტო ხელისუფლებას, არც დე ფაქტო არჩევნებს და არც დე ფაქტო რეფერენდუმს.

“რაც შეეხება ამგვარ ინიციატივებს, ჩვენ გვაქვს ჩვენი მკაფიო პოლიტიკა და არ ვაღიარებთ არც დე ფაქტო ხელისუფლებას, არც დე ფაქტო არჩევნებს, არც დე ფაქტო რეფერენდუმს. ამასთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია არის ძალიან ნათელი, ძალიან მკაფიო. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია გავყვებით ზუსტად იმავე ხაზს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის რუსეთთან მიერთების შესახებ ე.წ. რეფერენდუმი 17 ივლისს არის დანიშნული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები