დღეს „ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის დამფუძნებელი კონფერენცია გაიმართება
დღეს „ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის დამფუძნებელი კონფერენცია გაიმართება.
პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ღონისძიების ჩატარება გამოფენების ცენტრი „ექსპო ჯორჯიას“ მე-11 პავილიონშია დაგეგმილი.
„ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის დაფუძნების შესახებ პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მიმდინარე წლის 13 თებერვალს განაცხადა. მისი თქმით, ქალთა ორგანიზაციის დაფუძნება ხელს შეუწყობს გუნდის ქალი წევრების კარიერულ ზრდას და მათ გაუხსნის გზას მეტი წარმატებისკენ როგორც პარტიულ სტრუქტურებში, ისე საჯარო სამსახურში.