თამარ ჩარკვიანი ნატო-ს სამოკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს, ალექსანდრე ვინიკოვს შეხვდა

პარლამენტის წევრი, თამარ ჩარკვიანი ნატო-ს სამოკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს, ალექსანდრე ვინიკოვს შეხვდა.

პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს უკრაინაში მიმდინარე რუსულ სამხედრო აგრესიაზე და, შექმნილი გამოწვევების ფონზე, საქართველოსა და ევროპის უსაფრთხოების საკითხები განიხილეს. საუბრის ძირითად თემას ასევე წარმოადგენდა, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა, მისი უფლებრივი და ჯანმრთელობის მდგომარეობა.

„ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო ჩვენს მთავარ პარტნიორთან. ვისაუბრეთ, თუ რატომ არის საფრთხილო საქართველოსთვის ასეთი მეზობელი, რომელიც ავიწროებს მუდმივად ირგვლივ ყველას. ვგულისხმობ პუტინს და რუსეთს. რა თქმა უნდა, ვისაუბრე მიხეილ სააკაშვილზე და გავაცანი ჩემი ხედვა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ უნდა გახდეს ახალი ესკალაციის საფუძველი. ეს იქნება არასწორი ქვეყნისა და სახელმწიფოსთვის”, – განაცხადა თამარ ჩარკვიანმა შეხვედრის დასრულების შემდეგ. შეხვედრას ნატო-ს სამოკავშირეო ოფისის პოლიტიკური ოფიცერი, გვანცა ლოლაძე ესწრებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები