ფოლკლორის ცენტრში სვანური ცეკვის მასტერკლასი გაიმართება

13-15 მაისს ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში სვანური ცეკვის მასტერკლასი გაიმართება. ინფორმაციას ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი ავრცელებს.
პროექტი საქართველოს კულტურის სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.
ასამდე ქორეოგრაფს სვანურ ფერხულებს 81 წლის კანდი მერლანი შეასწავლის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები