როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში – უახლოესი დღეების პროგნოზი

13-დან 16 მაისამდე საქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, 13-14 მაისს საქართველოში თბილი და უნალექო ამინდი იქნება, კერძოდ ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +24, +29 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება. 15 მაისს სითბოს ფონზე ზოგან შესაძლოა წამოწვიმოს, ხოლო 16 მაისს გრილი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელების გამო ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია შედარებით გრილი, წვიმიანი და ქარიანი ამინდი.

თბილისში 13-15 მაისს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა +26, +28 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება. 16 მაისს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა +20, +22 გრადუსამდე დაიკლებს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები