გია მურღულიასთან შეხვედრა გაიმართება

13 მაისს, 17 საათზე, წიგნის მაღაზიაში „შაქრო ბაბუა“ გია მურღულიასთან შეხვედრა გაიმართება.
„უშუალო საბაბი ამ ჩანაწერების შექმნისა, უმეტესობა მცირე ესეებადაც რომ წარმოგვიდგება, გაკვეთილებზე წამოჭრილი თემები აღმოჩნდებოდა – ყმაწვილებს რაც აღელვებდათ და აინტერესებდათ, რის პასუხსაც ეძიებდნენ, რისი ნიუანსების გარკვევაც ეწადათ…
და გია მურღულიას ერუდიციისა და ორატორული უნარის კაცი ამ თემებზე ააგებდა მრავალმხრივ საგულისხმო იმპროვიზაციებს, რომლის წარმმართველიც იქნებოდა ფიქრის გაზიარების სურვილი, გადმოცემის ისეთი მანერა, რაც შეიძლება მისანდობი რომ ყოფილიყო ახალგაზრდებისათვის, რათა მარტოდენ მსმენელებად კი არ დარჩენილიყვნენ, არამედ აჰყოლოდნენ მსჯელობის დინამიკას და ცხოველი მონაწილეობაც მიეღოთ ფიქრის გაგრძელებასა თუ საკმაოდ მწვავე დისკუსიაში“, – როსტომ ჩხეიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები