ჯემალ ქარჩხაძის დაბადების 86 წლისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება

13 მაისს, 18:30 საათზე, მწერალთა სახლში, ჯემალ ქარჩხაძის დაბადების 86 წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, საღამოზე ჯემალ ქარჩხაძის პუბლიცისტური წერილები თანამედროვე პოლიტიკური პერიპეტიების ჭრილში განიხილება. მოწვეული სპიკერები წიგნის მთავარ სათქმელსა და მწერლის პოლიტიკურ ნააზრევს გადმოგვცემენ.
მთავარი აქცენტები თანამედროვე მსოფლიო პოლიტიკისა და ჩვენი ქვეყნის გეოპოლიტიკური ინტერესების განხილვაზე დაისმება.
საღამოს გაუძღვება ფილოლოგი და ჟურნალისტი, დავით პაიჭაძე.
ღონისძიების ორგანიზატორი ქარჩხაძის გამომცემლობაა, რომელიც ჯემალ ქარჩხაძის „პუბლიცისტიკის“ განახლებულ გამოცემას წარმოადგენს.
მსურველებს ადგილზე წიგნის შეძენაც შეეძლებათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები