13 მაისი ჯემალ ქარჩხაძის დაბადების დღეა

13 მაისი მწერლის, პუბლიცისტის, დრამატურგისა და ესეისტის, ჯემალ ქარჩხაძის დაბადების დღეა. იგი 84 წლის გახდებოდა.
დაიბადა 1938 წელს ვანის რაიონის სოფელ უხუთში. 1960 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1961-1965 წლებში მუშაობდა საქართველოს კულტურის სამინისტროს თეატრების განყოფილების ინსპექტორად. 1965-1982 წლებში – თოჯინების თეატრის სალიტერატურო ნაწილის გამგედ. შემდგომ კი – კინოსტუდია „ქართულ ფილმში“.
პირველი მოთხრობა „აბზიანიძეების ოჯახი“ გამოაქვეყნა 1962 წელს. მისი ნაწარმოებები თარგმნილია და გამოცემულია რუსულ, ჩეხურ, გერმანულ და სხვა ენებზე. გარდა მოთხრობებისა და პუბლიცისტიკისა, ჯემალ ქარჩხაძემ დრამატურგობაც სცადა. მისი პიესა „დევიძეების ოჯახი“ იდგმებოდა მარჯანიშვილის თეატრში და გარკვეული წარმატებაც ჰქონდა. იტაცებდა იოგას ვარჯიშები. საქართველოს განათლების სამინისტრომ სავალდებულოდ მიიჩნია, რომ ქართული ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელოში ადგილი დაეთმო ქარჩხაძის შემოქმედებისთვის საშუალო საფეხურის (მე-10-12) კლასებში. საამისოდ კი აირჩია ცნობილი მოთხრობა „იგი“, რომელიც მანამდე ხუთგზის იყო გამოცემული კრებულებში თუ ცალკე წიგნად.
ჯემალ ქარჩხაძე გარდაიცვალა 60 წლის ასაკში, 1998 წლის 8 ნოემბერს. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში .იგი იყო საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი, საქართველოს სახელმწიფო პრემიის (1997) და თბილისის საკრებულოს ლიტერატურული პრემიის „გალა“ (გარდაცვალების შემდეგ) ლაურეატი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები