პაატა მანჯგალაძე: შევქმნათ ჯანდაცვის კონსილიუმი და ამ საკითხით პოლიტიკურ სპეკულაციას ყველა მოეშვას

„სტრატეგია აღმაშენებელის“ წევრის, პაატა მანჯგალაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის საკითხზე უმჯობესი იქნება, შეიქმნას ჯანდაცვის კონსილიუმი და ამით პოლიტიკური სპეკულაციები დასრულდეს.

მისი თქმით, ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტებმა გადაწყვიტონ, რა ჯობს სააკაშვილის ჯანმრთელობისთვის.

„პრეზიდენტისა და ნებისმიერი პატიმრის სიცოცხლე და ჯანმრთელობა უნდა იყოს დაცული და, რა თქმა უნდა, ამაზე არის პასუხისმგებელი ხელისუფლება. მეორე საკითხი არის, რომ შევქმნათ ჯანდაცვის კონსილიუმი და ამ საკითხით პოლიტიკურ სპეკულაციას ყველა მოეშვას. ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტებმა გადაწყვიტონ, რა სჭირდება და რა ჯობს მისი ჯანმრთელობისთვის“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები