გურამ მაჭარაშვილი: იმის თქმა, რომ სააკაშვილის მკურნალობა საქართველოში არ შეიძლება, მთელი ჯანდაცვის სისტემის და ექიმთა საზოგადოების პირდაპირი შეურაცხყოფაა
სასჯელაღსრულების სისტემამ, ჯანდაცვის სისტემამ, იუსტიციის სამინისტრომ ცივი წყალი გადაასხა ყველა იმ რადიკალურ ოპოზიციას თუ მედიასაშუალებებს, ვინც ამტკიცებდა, რომ სასჯელაღსრულების სისტემას არ აინტერესებდა ზოგადად პატიმრების და განსაკუთრებით პატიმარ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, – ასე ეხმიანება პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გურამ მაჭარაშვილი საქართველოს მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის კლინიკა “ვივამედში” გადაყვანას.
მისივე თქმით, იმის თქმა, რომ სააკაშვილის მკურნალობა საქართველოში არ შეიძლება, მთელი ჯანდაცვის სისტემის და ექიმთა საზოგადოების პირდაპირი შეურაცხყოფაა.
“რაც შეეხება იმ აბსურდულ განცხადებას, რომ საქართველოში არ შეიძლება მისი მკურნალობა, ჯერ ერთი, რომ ეს არის მთელი ჯანდაცვის სისტემის და მთელი ექიმთა საზოგადოების პირდაპირი შეურაცხყოფა, ასევე ქართული საზოგადოების შეურაცხყოფა”, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.