პაკისტანში ძლიერი აფეთქება მოხდა, არის მსხვერპლი

პაკისტანის ქალაქ ყარაჩიში აფეთქებას, სულ მცირე, ერთი ადამიანი ემსხვერპლა და ცხრა დაშავდა.

ამის შესახებ გაზეთი Dawn-ი სინდის პროვინციის მთავრობასა და პოლიციაზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ცნობით, შემთხვევა გვიან ღამით ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მოხდა.

დაუდგენელმა პირმა მოტოციკლზე დამაგრებული თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა ააფეთქა.

ორი დაზარალებულის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

ქვეყანაში მოქმედ არცერთ ექსტრემისტულ დაჯგუფებას მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არ აუღია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები