გოგა ხაინდრავა: ყველაფერი იყო გამოყენებული იმისთვის, რომ საქართველოში მეორე ფრონტი გახსნილიყო
ყველაფერი იყო გამოყენებული იმისთვის, რომ გახსნილიყო მეორე ფრონტი საქართველოში, – ამის შესახებ რეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, აბსოლუტურად მართალი იყო ხელისუფლება, როდესაც პრინციპული პოზიცია დაიკავა და თქვა, რომ არავითარ შემთხვევაში საქართველო ომში არ ჩაერთვება.
„ეს საფრთხე იყო ძალიან სერიოზული და მან უკვე ჩაიარა. თუმცა ამ საფრთხის გამოძახილი არის ზუსტად ის ისტერია, რომელსაც ვხედავთ. ვფიქრობ, რომ იმდენად მნიშვნელოვანი არ არის ეს პიონტკოვსკები. შიდა პიონტკოვსკები არის ძალიან სერიოზული ამბავი, როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ გარკვეული ნაწილი ამ ფსევდო ოპოზიციური ფლანგის პირდაპირ სახელმწიფოს საზიანო ქმედებებს სჩადიან. ეს არის უსამშობლო ხალხი, მათთვის საქართველო არ არის სამშობლო, მხოლოდ ასპარეზია. ისევე, როგორც „ნაციონალური მოძრაობისთვის“ იყო ასპარეზი საქართველო“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.