მაიკლ კარპენტერი: რუსულმა ძალებმა რამდენიმე ათასი უკრაინელი ე.წ. ფილტრაციის ცენტრებში გაგზავნეს, ათაიათასობით კი რუსეთში იძულებით გადაიყვანეს

რუსულმა ძალებმა „მინიმუმ რამდენიმე ათასი უკრაინელი“ რუსეთში, ე.წ. ფილტრაციის ცენტრებში გაგზავნა, – ამის შესახებ „სიენენის“ ცნობით, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში (ეუთო) აშშ-ს ელჩმა, მაიკლ კარპენტერმა განაცხადა.

მისი თქმით, იძულებითი გადაადგილება და ძალადობა, რომელსაც ე.წ. ფილტრაციის ცენტრებში აწყდებიან, ომის დანაშაულად ითვლება.

„თვითმხილველთა მრავალრიცხოვანი ჩვენებები მიუთითებს იმაზე, რომ „გაფილტვრა“ გულისხმობს ადამიანების ცემას და წამებას, რათა დადგინდეს, არიან თუ არა ისინი უკრაინის სახელმწიფოს ოდნავი ერთგულები“, – აღნიშნა კარპენტერმა.

უკრაინის მთავრობისა და მარიუპოლის ადგილობრივი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ომის დაწყების შემდეგ ათიათასობით უკრაინის მოქალაქე იძულებით იქნა დეპორტირებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკასა და რუსეთში.

„რუსი ჯარისკაცები მსხვერპლს სხვადასხვა მხრიდან უღებენ ფოტოებს, თითის ანაბეჭდებს და ფიზიკურად ამოწმებენ მათ ტატუზე, ამოწმებენ მათ მობილურ ტელეფონებს და ტვირთავენ მათ კონტაქტებსა და მონაცემებს მოწყობილობებზე, აფიქსირებენ მათ ბიოგრაფიულ ინფორმაციას სხვადასხვა მონაცემთა ბაზაში. ზოგიერთ შემთხვევაში, რუსმა ჯარისკაცებმა მათ პასპორტები, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები და მობილური ტელეფონები ჩამოართვეს“, – განაცხადა კარპენტერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები