ზელენსკი: რუსეთის სტრატეგიული მარცხი მსოფლიოში უკვე ყველასთვის აშკარაა

რუსეთის სტრატეგიული მარცხი მსოფლიოში უკვე ყველასთვის აშკარაა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, რუსეთს ჯერ კიდევ არ ყოფნის გამბედაობა, რომ მარცხი აღიაროს.

„რუსეთის სტრატეგიული მარცხება მსოფლიოში უკვე ყველასთვის აშკარაა. მხოლოდ რუსეთს ჯერ არ ყოფნის ამის აღიარების გამბედაობა. ისინი მშიშრები არიან. ისინი ცდილობენ, სიმართლე დამალონ სარაკეტო, საავიაციო და საარტილერიო დარტყმებით. ჩვენი მიზანია, განვაგრძოთ ბრძოლა, ვიდრე არ მივაღწევთ ჩვენს ამოცანებს ამ ომში, გავათავისუფლებთ ჩვენს მიწას, ხალხს და მყარად უზრუნველვყოფთ ჩვენს უსაფრთხოება“, – განაცხადა ზელენსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები