უკრაინული მედია: „აზოვის“ პოლკი „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე დაკავებული პოზიციებიდან მტრის გაძევებას აგრძელებს

„აზოვის“ პოლკის მებრძოლები, მიუხედავად მტრის ძალების მნიშვნელოვანი უპირატესობისა და საბრძოლო მასალის ნაკლებობისა, „აზოვსტალის“ ქარხნის ტერიტორიაზე დაკავებული პოზიციებიდან მოწინააღმდეგის გაძევებას აგრძელებენ.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, აღნიშნულის შესახებ „აზოვის“ პოლკის მარიუპოლის დანაყოფი „ტელეგრამზე“ იტყობინება.

„სრულმასშტაბური ომის 78-ე დღეს, სრული ალყის პირობებში, უკიდურესად რთული სიტუაციის, საბრძოლო მასალის ნაკლებობისა და დაჭრილების დიდი რაოდენობის მიუხედავად, „აზოვის“ პოლკის  მებრძოლები აგრძელებენ მტრის გაძევებას „აზოვსტალის“ ქარხნის ტერიტორიაზე მათ მიერ აქამდე დაკავებული პოზიციებიდან.

მარიუპოლის დამცველები შტურმით უტევენ მტრის პოზიციებს და აკეთებენ შეუძლებელს, მიუხედავად მტრის მიერ მუდმივი თვითმფრინავების, საზღვაო და საქვემეხო არტილერიის, ტანკებისა და სხვა იარაღის გამოყენებისა“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ამასთან, „აზოვმა“ ოკუპანტებზე უკრაინელი მებრძოლების თავდასხმის ვიდეო გამოაქვეყნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები