გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის უახლესი მონაცემებით, თებერვლის ბოლოს, უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყების შემდეგ, ქვეყანა 6 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა.
ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის უახლესი ანგარიშის თანახმად, 8 მილიონზე მეტი ადამიანი, თითქმის ყოველი მეხუთე უკრაინის ომამდელი მოსახლეობისგან, იძულებელი გახდა საკუთარი ქვეყანა დაეტოვებინა.
როგორც გაერომ აპრილის ბოლოს განაცხადა, მოსალოდნელია, რომ უკრაინას კიდევ 8.3 მილიონი ლტოლვილი დატოვებს.