დავით უსუფაშვილი: „ნაცმოძრაობის“ წევრები თავდებობის საკითხზე თავად მეუბნებოდნენ, რა სისულელეს ვაწერთ ხელსო

 

თავდებობის ინიციატივა სისულელედ მიმაჩნია, რადგან იურიდიულად გაუმართავი და „ქართული ოცნებისთვის“ მორიგი საღადაოს მიცემაა, – ამის შესახებ „ტვ პირველის“ ეთერში „ლელოს“ წევრმა, დავით უსუფაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის თავდებობის საკითხთან დაკავშირებით „ნაცმოძრაობის“ წევრები “თავად ამბობდნენ, რა სისულელეს ვაწერთ ხელსო”.

“თავდებობა ნიშნავს იმას, რომ წინასწარი პატიმრობის ნაცვლად, ადამიანი იყოს სახლში და ის არსად არ წავიდეს. ვილაპარაკო იმაზე, თავად „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები იქ ვინც მისხედან, თავად მეუბნებოდნენ ამის თაობაზე, რომ რა სისულელეს ვაწერთ ხელსო. არ მინდა თავდასხმა და რატომ ვაკეთებთ ამას, თურმე ჩვენ სოლიდარობა არ გვქონდა, მამუკა ხაზარაძე რომ ყოფილიყო, ისინი რას იზამდნენ. საგამოძიებო კომისიას მხარს არ ვუჭერდით? სააკაშვილთან დაკავშირებით როდის რა დაგვიკლია ამ საქმისთვის. სისულელედ მიმაჩნია, რადგან იურიდიულად გაუმართავი და „ქართული ოცნებისთვის“ მორიგი საღადაოს მიცემაა“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები