ოკუპანტებმა დნეპროპეტროვსკი დაბომბეს – არის მსხვერპლი
რუსმა ოკუპანტებმა დნეპროპეტროვსკის ოლქი დაბომბეს, – ამის შესახებ ინფორმაციას ოლქის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ვალენტინ რეზნიჩენკო ავრცელებს.
მისი თქმით, თავდასხმის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 1 კი დაიჭრა.
“დილით ოკუპანტებმა კვლავ ცეცხლი გაუხსნეს ზელენოდოლსკის თემს “ურაგანებიდან”. სწორედ მაშინ დაარტყეს, როდესაც ხალხი სამსახურში მიდიოდა. ერთი ადამიანი მოკლეს, ერთი დაჭრილია. განადგურდა ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტი”, – წერს რეზნიჩენკო Telegram-ზე.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე https://t.me/kvira_ge