აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველი: ჩვენ ვნახეთ, რომ საქართველოს მთავრობა მხარს უჭერს, ეხმარება უკრაინას, დგას საერთაშორისო თანამეგობრობის გვერდით, რათა დაგმოს რუსეთი და დაადასტუროს ჩვენი ერთობლივი მხარდაჭერა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველმა, დერეკ ჩოლეტმა  „ქრონიკასთან“ საქართველოს უკრაინისადმი დახმარებასა და მხარდაჭერაზე ისაუბრა.

„ჩვენ ვნახეთ, რომ საქართველოს მთავრობა მხარს უჭერს, დახმარებას უწევს უკრაინას, დგას საერთაშორისო თანამეგობრობის გვერდით, რათა დაგმოს რუსეთი და კიდევ ერთხელ დაადასტუროს ჩვენი ერთობლივი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ. ამიტომ, ჩვენ ძალიან ვაფასებთ საქართველოს მჭიდრო პარტნიორობას და ისევ, მზად ვართ, გავაკეთოთ ყველაფერი, რაც შეგვიძლია, რათა გავაგრძელოთ საქართველოს დახმარება დემოკრატიულ გზაზე“, – განაცხადა დერეკ ჩოლეტმა.

წყარო:imedinews.ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები