ხათუნა სამნიძე: არ მიმაჩნია სწორად, რომ თავდებში დავუდგე სააკაშვილს
არ მიმაჩნია სწორად, რომ თავდებში დავუდგე სააკაშვილს – ვეთანხმები, რომ ის გადაყვანილი იქნეს სამკურნალოდ საზღვარგარეთ, მაგრამ ინიციატივას, რომ თავდებში დავუდგე, მე ხელს არ ვაწერ, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ განაცხადა,
„მე არ ვუერთდები ამ ინიციატივას, არაერთხელ გამისვამს ხაზი, რომ ყველა სივრცეში და ყველა დონეზე ვეთანხმები იმას, რომ ჰუმანიტარული მიზნებისთვის, ჯანმრთელობისთვის, მესამე პრეზიდენტი გადაყვანილი იქნეს სამკურნალოდ საზღვარგარეთ, მაგრამ ამ ინიციატივას, რომ თავდებში დავუდგე და ხელი მოვაწერო ამ ინიციატივას, არ ვთვლი სწორად, ამიტომ, არ ვუერთდები, არც სამართლებრივად არის ეს გამართლებული.
რესპუბლიკური პარტიის სახელით, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ვეთანხმები, რომ ის გადაყვანილი იქნეს სამკურნალოდ საზღვარგარეთ, სახელმწიფომ მიიღოს ყველა ზომა, რომ მისი სიცოცხლე და ჯანმრთელობა იყოს დაცული, მაგრამ ამ ინიციატივას მე ხელს არ ვაწერ“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.
მიხეილ სააკაშვილისთვის „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ახალი გეგმა შეიმუშავა. ახლა ამბობენ, რომ პატიმარს თავდებში ჩაუდგებიან და ამ გზით ცდილობენ საზღვარგარეთ სააკაშვილის გადაყვანას.