თბილისის აეროპორტში სამართალდამცველებმა გაწვრთნილი ძაღლის დახმარებით 500 გრამი მარიხუანა აღმოაჩინეს
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა, გაწვრთნილი ძაღლის დახმარებით, 500 გრამი მარიხუანა აღმოაჩინეს. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
“გამშვებ პუნქტში ,,თბილისის აეროპორტი” სამსახურებრივი ძაღლის დახმარებით 500 გრამი ნაკორტიკული საშუალების – მარიხუანას შემოტანის ფაქტი აღიკვეთა.
საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს გადაეცა
საქართველოს მასშტაბით საბაჟო გამშვებ პუნქტებზე უსაფრთხოების კონტროლს კინოლოგ ოფიცრები და ნარკოტიკების/კონტრაბანდული თამბაქოს ნაწარმის ძებნა-აღმოჩენაზე სპეციალურად გაწვრთნილი 29 ძაღლი ახორციელებს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.