13-15 მაისს ბათუმი საერთაშორისო ტურისტულ გამოფენას „EXPO BATUMI TRAVEL 2022“ მასპინძლობს

რიგით მე-13 ,,ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის’’ საერთაშორისო გამოფენაზე 80-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანია მონაწილეობს.

„EXPO BATUMI TRAVEL 2022“ წარმოდგენილები იქნებიან : ტურისტული კომპანიები, სასტუმროები, სასტუმრო აღჭურვილობის მომწოდებლები, სპა ცენტრები, დასასვენებელ-გამაჯანსაღებელი ცენტრები, გასართობი დაწესებულებები, ტურ-ოპერატორები, საკურორტო ზონის მუნიციპალიტეტები და სადაზღვევო კომპანიები.

გამოფენაზე კომპანიებს საშუალება ექნებათ დამთვალიერებლებს საკუთარი პროდუქცია და მომსახურება შესთავაზონ.

გამოფენის მიზანია, ტურიზმის სფეროს წარმომადგენლების ერთ სივრცეში გაერთიანება, ინოვაციებისა და ახალი სერვისების შესახებ ინფორმაციის გაცვლა, ბიზნეს კონტაქტების მოძიება და სამომავლოდ საქმიანი ურთიერთობების გაგრძელება.

„EXPO BATUMI TRAVEL 2022“-ზე გამოფენის ორგანიზატორია კომპანია „Geonet Expo”.

გამოფენის მხარდამჭერია: აჭარის ა/რ მთავრობა, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, თურქეთის რესპუბლიკის კულტურისა და ტურიზმის სამინისტრო, თურქეთის ტურისტული კომპანიების ასოციაცია (TURSAB) აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, ბათუმის მერია, საქართველოს სავაჭრო–სამრეწველო პალატა, აჭარის სავაჭრო–სამრეწველო პალატა, აჭარის ა.რ. ტურიზმის ინდუსტრიის ფედერაცია, საქართველოს გიდების ასოციაცია, აჭარის ა/რ გიდების ასოციაცია, ბათუმის ავტოტრანსპორტი, საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაცია (IIA), თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია (MÜSİAD), ქართველ და თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია (GÜRTİAD), საქართველოს ბიზნეს ასოციაცია (BAG ) საქართველოს ტელევიზიები და გაზეთები.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები