ირაკლი კობახიძე: ხელისუფლებაში მობრუნება სურთ ადამიანებს, რომლებიც აწამებდნენ, კლავდნენ და ტერიტორიებს აბარებდნენ
როდესაც ადამიანს ჩადენილი აქვს დანაშაული და არც მოუნანიებია, არც სასჯელი მოუხდია და იმ მდგომარეობაში მობრუნება უნდა, საიდანაც ჩადიოდა ამ დანაშაულს, ბუნებრივია, ამ დროს საჭიროა იმის შეხსენება, თუ რა მასშტაბის კრიმინალები არიან ეს ადამიანები, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ “ნაციონალურ მოძრაობაზე” საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ხელისუფლებაში მობრუნება სურთ ადამიანებს, რომლებიც აწამებდნენ, კლავდნენ და ტერიტორიებს აბარებდნენ.
” ესენი არიან იგივე ადამიანები, რომლებიც გუშინ ჩადიოდნენ დანაშაულს და დღესაც სურთ, დაბრუნდნენ ხელისუფლებაში. როდესაც ადამიანს ჩადენილი აქვს დანაშაული და არც მოუნანიებია, არც სასჯელი მოუხდია, და იმ მდგომარეობაში მობრუნება უნდა, საიდანაც ჩადიოდა ამ დანაშაულს, ბუნებრივია, ამ დროს საჭიროა იმის შეხსენება, თუ რა მასშტაბის კრიმინალები არიან ეს ადამიანები. ხელისუფლებაში მობრუნება სურთ ადამიანებს, რომლებიც აწამებდნენ, კლავდნენ, ტერიტორიებს აბარებდნენ. ჩვენ საზოგადოებას ამ ადამიანების წარსულს კი არ ვახსენებთ, არამედ მათ ბუნებას, რაც განსაზღვრავს მათ მომავალსაც. ამიტომ, მათ წარსულზე საუბარი დღეს ძალიან აქტუალურია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.