პარლამენტი ინერტული ნარჩენების მდგრადი მართვის შესახებ თემატური მოკვლევის ჯგუფის მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებს და დასკვნას გაეცნო

პლენარულ სხდომაზე გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ და თემატური ჯგუფის მთავარმა მომხსენებელმა მაია ბითაძემ კოლეგებს თემატური ჯგუფის მიერ შემუშავებული რეკომენდაციები და დასკვნა გააცნო, რომელიც საქართველოში ინერტული ნარჩენების მდგრად მართვას ეხებოდა.

პარლამენტის ინფორმაციით, მოკვლევა პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტთან ერთად გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) ჩაატარა.

მაია ბითაძის განცხადებით, მოკვლევის მიზანს წარმოადგენდა ინერტული ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული პრობლემების იდენტიფიცირება არსებული რეგულაციების და პრაქტიკის ანალიზისა და შესაბამისი სტრუქტურების მუშაობის შეფასების საფუძველზე. საბოლოოდ, კი – ნარჩენების მდგრადი მართვის ხელშეწყობისთვის შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება. მისივე თქმით, თემატური მოკვლევის სამუშაო ჯგუფმა დაამუშავა და გააანალიზა მიღებული დასაბუთებული მოსაზრებები, სახელმწიფო უწყებების წარმომადგენელთა პოზიციები და სხვა ხელმისაწვდომი ინფორმაცია. ანალიზის საფუძველზე კი შემუშავდა შესაბამისი რეკომენდაციები.

„მოკვლევის ფარგლებში ჩატარდა 2 ზეპირი მოსმენა, რის შედეგადაც კითხვარი დაეგზავნა ყველა შესაბამის სამთავრობო სტრუქტურას და მოკვლევის ფარგლებში ასევე ჩართული იყო ბიზნეს სექტორი. საბოლოო მოკვლევის და განხილვის დროს მოსმენილი იყო შესაბამისი რეკომენდაციები, რომლის ფარგლებში კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა იმ გარემოებას, რომ ინერტული ნარჩენების მართვის საკითხი საქართველოში მოსაწესრიგებელია როგორც საკანონმდებლო, ასევე აღსრულებით ნაწილში. მომზადდა შესაბამისი რეკომენდაციები, რომელიც ვფიქრობ იქნება დასაწყისი ახალი პროცესისა, ინერტული ნარჩენების მართვის მოწესრიგების მიმართულებით.

დასკვნა მოიცავს 8 რეკომენდაციას, რომლის მთავარი არსი არის ის, რომ უნდა მომზადდეს შესაბამისი ცვლილებები, რომელიც მოაწესრიგებს ინერტული ნარჩენების მართვის საკითხს, როგორც ინსტიტუციურ, ასევე აღსრულების კუთხით”,-განაცხადა მაია ბითაძემ. თემატური მოკვლევის ჯგუფის რეკომენდაციები გაწერილია 2022-2026 წლების პერიოდზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები