ირაკლი კობახიძე: ვინ დგება სააკაშვილის თავდებში? – ეს იგივეა, მელამ თავისი კუდი მოწმედ მოიყვანოს

“ვინ დგება თავდებში? – ეს იგივეა, მელამ რომ თავისი კუდი მოწმედ მოიყვანოს. „ნაცმოძრაობა“ პასუხისმგებლობას იღებს მიხეილ სააკაშვილზე, სასაცილოა”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ვინც ითხოვს, ან მოითხოვს სააკაშვილის გათავისუფლებას, ყველას ამოძრავებს ერთადერთი მიზანი – საქართველო საბედისწერო ომში ჩაერთოს.

„მათი ბელადია სააკაშვილი და ვინ ვისზე უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, ეს ცალკე თემაა და საკითხავია, ღიმილის მომგვრელია. ეს არის სისტემა, რომელიც რადიკალურად შეიცვალა 2012 წლის შემდეგ. წლის განმავლობაში ციხეში 150 პატიმარი კვდებოდა. ეს მაჩვენებელი შემცირებულია 12-ჯერ, ჩვენი ხელისუფლების პირობებში საშუალო წლიური მაჩვენებელი 10-დან 15-მდეა. შესაბამისად, ყველა პატიმარი უზრუნველყოფილია სათანადო პირობებით, მათ შორის, სამედიცინო მომსახურებით. რომ გადახედოთ სასჯელაღსრულების სისტემას, ნახავთ ასეულობით პატიმარს, რომელსაც იგივე ან უფრო რთული ჯანმრთელობის მდგომარეობა აქვს, ვიდრე სააკაშვილს. მაგრამ, მაგალითად, ომბუდსმენი ერთადერთი პატიმრითაა დაინტერესებული. ამაზე პასუხი მარტივია, კონკრეტული პოლიტიკური ინტერესი არსებობს, რომ ეს კაცი გათავისუფლებული იქნეს, ამის უკან დგას ძალიან მარტივი და უფრო მთავარი ინტერესი, ქვეყნის ომში ჩართვა. ვინც ითხოვს, ან მოითხოვს სააკაშვილის გათავისუფლებას, ყველას ამოძრავებს ერთადერთი მიზანი – საქართველო საბედისწერო ომში ჩაერთოს“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები