პარლამენტმა „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ” კანონში შესატან ცვლილებებს მხარი დაუჭირა

პარლამენტმა „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ” კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი პირველი მოსმენით 79 ხმით მიიღო.

პარლამენტის ინფორმაციით, ცვლილებების თანახმად, მოსაკრებლის გადამხდელებს ეძლევათ შესაძლებლობა მიმართონ მუნიციპალიტეტს განცხადებით და მოითხოვონ მოსაკრებლის განწილვადება.

მოქმედი კანონმდებლობით მოსაკრებლის – „მოსაკრებელი სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის”, გადახდის განწილვადების შესაძლებლობის ვადა განსაზღვრული იყო არაუგვიანეს 2020 წლის 1 იანვარამდე. კანონში ცვლილებების შედეგად კი იცვლება აღნიშნული მოსაკრებლის განწილვადების ვადები და ანალოგიური დათქმებით, განისაზღრება 2025 წლის 1 იანვრამდე.

კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორის და საკითხს მომხსენებლის ბექა დავითულიანის განცხადებით განწილვადების ვადის ამოწურვა აფერხებს შენობების ფუქციონირებას.

„საკითხი ეხება იმ ობიექტებს, რომელთაც ჰქონდათ შესყიდული კ2 კოეფიციენტი, თუმცა, ამის მოსაკრებელი ბიუჯეტში არ ჰქონდათ გადახდილი. შესაბამისად, ვერ ხდება მათი ექსპლუატაციაში მიღება, ვინაიდან მშენებლობის განმახორციელებელი ვერ იხდის შესაბამის თანხას, რასაც ითვალისწინებს მოსაკრებელი. ასეთი სულ არის 25 ობიექტი და ვითხოვთ 2025 წლის 1 იანვრამდე მოხდეს მათთვის ამ მოსაკრებლის თანხის გადახდის განწილვადება”, განაცხადა ბექა დავითულიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები