„თვალი თვალში“ − დავით წერედიანის წიგნის წარდგენა გაიმართება
14 მაისს, 18 საათზე, „თიბისი კონცეპტში“ დავით წერედიანის ახალი წიგნის წარდგენა გაიმართება.
როგორც ორგანიზტორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ამ წიგნში კარგად ჩანს დავით წერედიანის აზროვნების ფართო დიაპაზონი და მაღალი კომპეტენცია.
„რაზეც უნდა წერდეს და საუბრობდეს, უთქმელად იგულისხმება თითოეულ საკითხში ღრმად წვდომის, არსებითის მიგნებისა და უზუსტესად გადმოცემის შეუდარებელი ალღო და უნარი.
„რაზეც უნდა წერდეს და საუბრობდეს, უთქმელად იგულისხმება თითოეულ საკითხში ღრმად წვდომის, არსებითის მიგნებისა და უზუსტესად გადმოცემის შეუდარებელი ალღო და უნარი.
დიალოგები, წერილები, ლიტერატურული პორტრეტები და სატირული ესეები ის აუცილებელი იპოსტასია დავით წერედიანის შემოქმედებიდან, რომელიც იმგვარადვე დაფასებას და ყურადღებას იმსახურებს მკითხველისგან, როგორც წერედიანის პოეზია და თარგმანები.
„თვალი თვალში“ მკითხველისთვის საინტერესო იქნება იმითაც, რომ აქ პირველად მოიყრის თავს ლიტერატურული პერიოდიკის ფურცლებზე გაფანტული თუ სულაც გამოუქვეყნებელი ტექსტები, რომელიც სრულიად ახლებურად, განსხვავებულად დაგვანახვებს კლასიკურ თუ მეოცე საუკუნის ქართულ და უცხოურ ლიტერატურას, აღიარებულ შედევრებს თუ აღმოსაჩენ ავტორებს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.