პარლამენტის პირველი ვიცესპიკერი, გია ვოლსკი აცხადებს, რომ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს თანაპარტიელები ჯანმრთელობის დაზიანებისკენ განზრახ მოუწოდებენ და საკითხის გარშემო მრავალი სპეკულაციაა.
„ჯანმრთელობის საკითხზე ჩვენ გვახსოვს „ნაცმოძრაობის“ ლიდერების მწვავე და ხისტი განცხადებები, როდესაც ისინი მოუწოდებდნენ სააკაშვილს, არ შეეწყვიტა შიმშილობა და მაქსიმალურად დაეზიანებინა საკუთარი თავი – იგივე მდგომარეობაა დღესაც“, – ამბობს ვოლსკი.
შეგახსენებთ, რომ მსჯავრდებული მესამე პრეზიდენტი იუსტიციის მინისტრის შეთავაზებას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების თავიდან აცილების მიზნით “ვივამედში” გადაყვანაზე, დათანხმდა, თუმცა, გარკვეული მოთხოვნების სანაცვლოდ.