დავით სერგეენკო: პანდემია დასრულებისკენ მიდის, ჯანდაცვის მინისტრთან ამ თემაზე უამრავი კითხვა იქნება

„დასრულებისკენ მიდის პანდემია, რომელმაც მსოფლიოს და ჩვენც ძალიან ბევრი როგორც პოზიტიური, ასევე, ნეგატიური რამ გვანახა, ჯანდაცვის მინისტრთან ამ თემაზე უამრავი კითხვა იქნება”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით სერგეენკომ განაცხადა.

მისივე თქმით, ჯანდაცვის სამინისტროსა და პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტს შორის კარგი კომუნიკაციაა ჩამოყალიბებული.

„დასრულებისკენ მიდის პანდემია, რომელმაც მსოფლიოს და ჩვენც ძალიან ბევრი როგორც პოზიტიური, ასევე, ნეგატიური რამ გვანახა, მინისტრთან ამ თემაზე უამრავი კითხვა იქნება. მინისტრი პირველად მოდის „მინისტრის საათის“ ფარგლებში, თუმცა, ამ თვეების განმავლობაში პარლამენტის კომიტეტსა და სამინისტროს და კერძოდ მინისტრს, ძალიან კარგი კომუნიკაცია ჩამოგვიყალიბდა და უამრავი მნიშვნელოვანი, სტრატეგიული თემა წინასწარ განვიხილეთ“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში ზურაბ აზარაშვილს მოუსმენენ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები