„ტვიფრმა” ამჯერად ვახტანგ გორგასლის საკოლექციო მედალი შექმნა

ქართულმა პლატფორმა „ტვიფრმა”, რომლის შემოქმედებითი დირექტორია ივა ჯანეზაშვილი, არაერთი წარმატებული საკოლექციო მედლითა და მონეტით მიიქცია საზოგადოების ყურადღება.
ამჯერად ამ შემოქმედებითმა გუნდმა თავისი ახალი სერიის „საქართველოს მეფეების” პირველი საკოლექციო მედალი შესთავაზა სამედლო ხელოვნებით დაინტერესებულ ადამიანებს. ვახტანგ გორგასალი ხსნის აღნიშნულ სერიას.
სპილენძის მასალაში შესრულებული მედალი ძალზე შთამბეჭდავია და ის ლეგენდარული ქართველი მეფის სიმბოლოების ბრწყინვალე გადაწყვეტას გვთავაზობს. უაღრესად დახვეწილი და ტევადია მხატვარ მამუკა მიქელაძის იკონოგრაფია, მან არაერთი გამარჯვება უკვე მოიპოვა ნუმიზმატიკის სფეროში. „ვახტანგ გორგასლის” საკოლექციო მედალი კი მისი მორიგი მიღწევაა მთელ შემოქმედებით გუნდთან ერთად.
ამ მედლის სულ 500 ერთეული არსებობს და დღეიდან მისი შეძენა შესაძლებელია „ტვიფრის” ვებგვერდზე. თავისი მაღალი ესთეტიკური ღირებულებისა და შინაარსის გამო, დარწმუნებული ვარ, ეს მედალი უმალ გახმაურდება და მისი საკუთრებაში ქონის სურვილი გაცილებით მეტ ადამიანს გაუჩნდება.

იხ. დაწვრილებით: https://tvifri.ge/maghazia/vakhtang-gorgasali/ 

                                                                                                            გიორგი ლალიაშვილი ლონდონიდან

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები