საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსად რევაზ ჯაველიძე დაინიშნა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, რევაზ ჯაველიძე დღემდე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილისა და მთავრობის საპარლამენტო მდივნის თანამდებობას იკავებდა. მას აქვს როგორც საჯარო, ისე – კერძო სექტორში საქმიანობის გამოცდილება. სხვადასხვა პერიოდში, იგი იყო საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე, ასევე – მუშაობდა მსხვილ საერთაშორისო კომპანიებში არაერთ თანამდებობაზე.
რევაზ ჯაველიძე ტეხასის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მაგისტრია. მან მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის პოზიციაზე ილია დარჩიაშვილი შეცვალა, რომელიც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრად დაინიშნა.