ირაკლი ქადაგიშვილი: საქართველო ამ გლობალურ არეულობაში რომ იყოს ჩართული, როგორც ჩანს, ამის სურვილი არსებობს
,,გარკვეული ორკესტრირება ხდება სიტუაციის დაძაბვის მიზნით, სანქციები, ომი, არეულობა, ეს ყველაფერი არის ერთმანეთთან დაკავშირებული. ამ პროცესის დამკვირვებლები ლოგიკურ ბმას, რა თმა უნდა, ამ ყველაფერში ხედავენ”, – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან თემის კომენტირებისას განაცხადა.
მისივე თქმით, როგორც ჩანს, სურვილი, რომ საქართველო ჩართული იყოს ამ გლობალურ არეულობაში, არსებობს.
,,საქართველო ამ გლობალურ არეულობაში რომ იყოს ჩართული, ამის სურვილი, როგორც ჩანს, არსებობს. ყოველ შემთხვევაში ჩვენი პოზიცია, მყარი და ცალსახაა, რომ რაიმე ფორმით ჩვენი ჩართვა ამ ომში არის დამანგრეველი ზიანის მომტანი საქართველოსთვის. მე კიდევ ერთხელ, რა თმა უნდა, დარწმუნებას გამოვთქვამ, რომ ჩვენს ყველა პარტნიორს და მოკავშირეს ეს კარგად ესმის და არ იქნება მათი მხრიდან არანაირი მაპროვოცირებელი ნაბიჯი ამ კუთხით გადადგმული,’’ – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.