გორის მერია: მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა გრძელდება

საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის მიზნით, გორის მუნიციპალიტეტის მერიამ კიდევ 3 ტენდერი გამოაცხადა. ინფორმაციას მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, მიმდინარე შესყიდვების მიხედვით იგეგმება:

იაკობ ჯუღაშვილის ქუჩის რეაბილიტაცია – პროექტის მიხედვით, ქუჩაზე მოეწყობა ტრანსპორტის სავალი ნაწილი, ტროტუარები, ეზოებში შესასვლელები, სანიაღვრე სისტემა და საგზაო მონიშვნები.
ქუჩის სიგრძე 450 მეტრია.

შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 589 710 ლარსშეადგენს.

შესყიდვის ბმული: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=458267&lang=ge

ანტონოვის ქუჩის რეაბილიტაცია – პროექტის მიხედვით, ქუჩაზე მოეწყობა ტრანსპორტის სავალი ნაწილი, ტროტუარები, მიერთებები, ეზოებში შესასვლელები და სანიაღვრე სისტემა.
ქუჩის სიგრძე 380 მეტრია.

შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 440 280 ლარს შეადგენს.

შესყიდვის ბმული: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=457517&lang=ge

ტინისხიდში სასაფლაომდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია – სარეაბილიტაციო გზის მონაკვეთი ნაწილობრივ მჭიდროდ დასახლებულ უბანს გაივლის. მისი სიგრძე 680 მეტრია. პროექტის მიხედვით, მოეწყობა ტრანსპორტის სავალი ნაწილი, სანიაღვრე სისტემა, მიერთებები და ეზოში შესასვლელები.

დიდ გორიჯვარში შიდა გზის რეაბილიტაცია – სარეაბილიტაციო მონაკვეთის სიგრძე 332 მეტრია. პროექტის მიხედვით, მოეწყობა ტრანსპორტის სავალი ნაწილი, სანიაღვრე სისტემა, მიერთებები და ეზოში შესასვლელები.

რკინიგზის სადგურის დასახლებაში სასაფლაოსთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია – სარეაბილიტაციო მონაკვეთის სიგრძე 225 მეტრია. პროექტის მიხედვით, მოეწყობა ტრანსპორტისსავალი ნაწილი, სანიაღვრე სისტემა, მიერთებები და ეზოში შესასვლელები.
შესყიდვის სავარაუდო ღირებულება, რომლის მიზანიც ტინისხიდში, დიდ გორიჯვარსა და სადგურის დასახლებაში გზების რეაბილიტაციაა, 1 015 510 ლარია.

შესყიდვის ბმული: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=457350&lang=ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები