ბათუმში ილია ჭავჭავაძის პირადი ნივთების დროებითი გამოფენა გაიხსნება
10 მაისს, 16 საათზე, ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის მუზეუმში გაიხსნება ილია ჭავჭავაძის პირადი ნივთების დროებითი გამოფენა საგურამოს სახელმწიფო მუზეუმიდან. ინფორმაციას ინგა გოგიბერიძე ავრცელებს და ფოტოს აქვეყნებს
„ილიას პირადი ნივთები უკვე ბათუმშია და მათ შორის არის ილია ჭავჭავაძის კალამი“! – წერს ინგა გოგიბერიძე სოციალურ ქსელში.
მის: ბათუმი, გრიბოედოვის 5.