ყველასთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ომის დამთავრებას უკრაინაში. კიდევ ვიმეორებ – რა თქმა უნდა, ეს არის გამოწვევა მთელი ევროპისთვის, მთელი ევროპის უსაფრთხოებისთვის და, რა თქმა უნდა, ომის შედეგები განსაზღვრავს მომავალ დღეებს მთელი მსოფლიოსთვის, მათ შორის, ჩვენთვის, საქართველოსთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა „ევროპის დღისადმი“ მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ გამოხატა სოლიდარობა უკრაინის მიმართ.
„ჩვენ კიდევ ერთხელ ვუერთდებით მოწოდებებს, მინდა, კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩვენი სოლიდარობა უკრაინის მიმართ, უკრაინელი ხალხის მიმართ და ვუსურვო ჩვენს უკრაინელ, ჩვენს მეგობარ სახელმწიფოს მშვიდობის აღდგენა მოკლე დროში. კიდევ მინდა, აღვნიშნო, რომ, რა თქმა უნდა, ჩვენთვის, ყველასთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ომის დამთავრებას უკრაინაში.
კიდევ ვიმეორებ – რა თქმა უნდა, ეს არის გამოწვევა მთელი ევროპისთვის, მთელი ევროპის უსაფრთხოებისთვის და, რა თქმა უნდა, ომის შედეგები განსაზღვრავს მომავალ დღეებს მთელი მსოფლიოსთვის, მათ შორის, ჩვენთვის, საქართველოსთვის“, – განაცხადა პრემიერმა.