ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, ფოთის მერის პირველმა მოადგილემ დიდების მემორიალი გვირგვინით შეამკო

ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ დავით კვიციანმა, საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად, დიდების მემორიალი გვირგვინით შეამკო. ამის შესახებ ინფორმაციას ფოთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებთან გათანაბრებულ 21 პირს, ფულადი წახალისების სახით 300 ლარი გადაეცემა.

„საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 77-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადად 1000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები – 500 ლარს მიიღებენ. მეორე მსოფლიო ომს 300 ათასი ქართველის სიცოცხლე შეეწირა. ომში 11 ათასი ფოთელი იბრძოდა და აქედან 2000 მონაწილე შინ არ დაბრუნებულა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები