„ავადმყოფური იმპერიული ამბიციები“ – პოდოლიაკი აღლუმზე პუტინის გამოსვლაზე

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, უკრაინაში რუსული ჯარების ფართომასშტაბიანი შეჭრის რაციონალური მიზეზი არ არსებობდა, გარდა კრემლის ავადმყოფური იმპერიული ამბიციებისა.

ამის შესახებ მან, Twitter-ზე, წითელ მოედანზე პუტინის მიერ დღეს გაკეთებული განცხადების კომენტირებისას დაწერა.

“მოდით, კიდევ ერთხელ გავნმარტოთ. ნატო-ს ქვეყნები რუსეთზე თავდასხმას არ აპირებდნენ. უკრაინა ყირიმზე თავდასხმას არ აპირებდა. რუსი სამხედროები იღუპებიან არა საკუთარი ქვეყნის დაცვაში, არამედ – სხვა ქვეყნის ოკუპაციის მცდელობისას. ამ ომს არ ჰქონდა არავითარი რაციონალური მიზეზები, გარდა რუსეთის ფედერაციის ავადმყოფური იმპერიული ამბიციებისა“, – აღნიშნა მან.

როგორც დღევანდელ მიმართვაში პუტინმა თქვა, რუსეთმა “მოსალოდნელი აგრესიის წინააღმდეგ პრევენციული ზომები მიიღო. ეს იყო იძულებითი, დროული და ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, სუვერენული, ძლიერი, დამოუკიდებელი ქვეყნის გადაწყვეტილება”.

მისივე თქმით, უკრაინაში რუსი სამხედროები ” მართალი საქმისთვის იბრძვიან – რუსეთისთვის” და რომ დონბასში “ხალხის დაცვით საკუთარი სამშობლოს უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ”.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები