“77 წელი გავიდა მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან. ომის, რომელმაც 300 ათასი ქართველის სიცოცხლე შეიწირა. დიდია საქართველოს წვლილი მე-20 საუკუნის ბოროტებაზე – ფაშიზმზე გამარჯვებაში”, – ამის შესახებ თბილისის მერი, კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს.
“ქედს ვიხრი ჩვენი გმირი წინაპრების ხსოვნის წინაშე.
მინდა, დღევანდელი დღე მივულოცო მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს. ამ ადამიანებმა გამოიარეს ომის უბედურება და საკუთარი წვლილი შეიტანეს ფაშიზმის დამარცხებაში.
ჯანმრთელობას და ხანგრძლივ სიცოცხლეს ვუსურვებ ყველა ვეტერანს!”, – წერს კალაძე.