უკრაინის მოსახლეობამ ქვეყნებს შორის, რომლებიც რუსეთის შეიარაღებული აგრესიის დროს ყველაზე მეტად დაეხმარნენ უკრაინას, საქართველო პოლონეთის, ბრიტანეთისა და აშშ-ის შემდეგ, მეოთხე ადგილზე დაასახელა. კვლევა საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) გამოაქვეყნა.
კითხვაზე – თქვენი აზრით, რომელი ქვეყანა ან საერთაშორისო ორგანიზაცია დაეხმარა უკრაინას ყველაზე მეტად სამხედრო აგრესიის დროს? პასუხების თანახმად, პირველი ადგილი დაიკავა პოლონეთმა, მეორე ადგილი – დიდმა ბრიტანეთმა, მესამე ადგილი – შეერთებულმა შტატებმა და მეოთხე ადგილი 17%-ით დაიკავა საქართველომ.
საქართველოს შემთხვევაში უფრო დეტალურად ხმები ასე გადანაწილდა: 18-დან 35 წლამდე რესპოდენტების 20%, 36-დან 50 წლამდე 20%, 51 წლიდან ზემოთ – 13%/
კვლევა 30 მარტიდან 2 აპრილამდე პერიოდში ჩატარდა და გამოიკითხა 18 წელზე ზემოთ ასაკის 2001 ადამიანი მთელი უკრაინის, მათ შორის ოკუპირებული ტერიტორიების მასშტაბით.