ბათუმში სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე 25-მდე ადამიანი დააკავეს

მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია ბათუმში დაპირისპირებითა და დაკავებებით დასრულდა. ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის პოლიციამ 25-მდე  ადამიანი დააკავა.

„ნაცმოძრაობის“ წევრებმა აჭარის მთავრობის სახლთან კარვები გაშალეს და აცხადებდნენ, რომ ადგილზე იქამდე დარჩებოდნენ, ვიდრე სააკაშვილს უცხოეთში სამკურნალოდ არ გადაიყვანდნენ.

დაპირისპირება სამანქანო გზის გათავისუფლების მოთხოვნის შემდეგ დაიწყო. მოგვიანებით, სამართალდამცველებმა კარვები ტერიტორიიდან გაიტანეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები